Loading data...
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისია შეიქმნა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში იქნებიან:

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი − ირაკლი ჩიქოვანი;

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი — მაკა ბოჭორიშვილი;

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – გელა გელაძე;

საქართველოს კულტურის მინისტრი – თინათინ რუხაძე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – მარიამ ქვრივიშვილი;

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი — კახაბერ გულედანი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – მამუკა მდინარაძე;

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – ლევან ჟორჟოლიანი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – ანზორ ჩუბინიძე.

ასევე, სახელმწიფო კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვათ:

საქართველოს პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს;

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს – შალვა პაპუაშვილს;

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერს — კახა კალაძეს და საქართველოს საპატრიარქოს სამ წარმომადგენელს.