Loading data...
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა დაიწყო

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ატესტატის ასაღებად იუსტიციის სახლში განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს პირველადი ატესტატი გაიცემა უფასოდ მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ატესტატის მიღება შეუძლია თავად სკოლადამთავრებულს, თუ მას აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე, არასრულწლოვანი პირის მშობელს ან სხვა კანონიერ წარმომადგენელს.

მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია პორტალ − my.gov.ge-დან ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით.

ატესტატის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის 125 ფილიალსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.