Loading data...
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარიას ექიმს გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც ექიმმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათ საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებს

ელენე ხოშტარია

სპეციალური პენიტენციური სამსახური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით „ნიუსჰაბს“ ესაუბრა.

როგორც პენიტენციურ სამსახურში „ნიუსჰაბს“ განუცხადეს, მას შემდეგ, რაც ელენე ხოშტარიას ექიმმა მედიასთან განაცხადა, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც ექიმმა განაცხადა, რომ ორშაბათ საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებს. 

„მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულის მოთხოვნით შერჩეულმა ექიმმა ელენე ხოშტარია მოინახულა და მოგვიანებით მედიასთან განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაუკავშირდა აღნიშნულ ექიმს.

მას შესთავაზეს გენერალურ დირექტორთან ერთად შეხვედრა, რათა დეტალურად განეხილათ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაძლო სამედიცინო რეკომენდაციები. შეთავაზება ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ შეხვედრასა და რეაგირებას, თუმცა ექიმმა განაცხადა, რომ დროის უქონლობის გამო ორშაბათ საღამომდე შეხვედრას ვერ შეძლებდა“, - განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.