სოზარ სუბარი: გადავწყვიტეთ, სიტყვა-სიტყვით გადმოგვეთარგმნა ამერიკული კანონი, რომელიც არის გაცილებით მკაცრი - ვინც არ დაემორჩილება, ის არ სცემს პატივს საქართველოს სახელმწიფოს, კანონს და შესაბამისად, პასუხს აგებს კანონის წინაშე

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი ორგანიზაცია „საფარის“ მიერ არქივის განადგურების ფაქტს ეხმიანება. იგი აღნიშნავს, რომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის მოთხოვნების შესრულება ყველას მოუწევს.
„გადავწყვიტეთ, მიგვეღო, პირდაპირ სიტყვა-სიტყვით გადმოგვეთარგმნა ამერიკული კანონი, რომელიც არის გაცილებით მკაცრი და დღეს ვინც არ დაემორჩილება ამ კანონს, შესაბამისად, სანქციები იქნება ისეთი, როგორიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არ არის ნამდვილად რბილი სანქციები, გაცილებით მკაცრია, ვიდრე წინა კანონი ითვალისწინებდა. ვინც არ დაემორჩილება, ის არ სცემს პატივს საქართველოს სახელმწიფოს, კანონს და შესაბამისად, პასუხს აგებს კანონის წინაშე. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ისინი თავად, მათ მოუწევთ, დაემორჩილონ კანონს”, - განაცხადა სუბარმა.