1785082040
საზოგადოება
სოფელ ნასაგურში სასაწყობე შენობაში ხანძარია
ლილოს მიმდებარედ სოფელ ნასაგურში სასაწყობე ფართს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ამ ეტაპზე, უწყებაში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.