Loading data...
სოფელ ძირკოკში სამელიორაციო არხები გაიწმინდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო არხების გაწმენდითი სამუშაოები დაასრულა. სოფელ ძირკოკში დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან არხის 1000 მეტრამდე მონაკვეთი გაიწმინდა. აღნიშნული არხები გამოიყენება როგორც სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, ასევე, სატბორე მეურნეობების წყალმომარაგებისთვის. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. 

„სამუშაოების ჩატარების შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 30 ჰექტარამდე სარწყავ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე და 10 ჰექტარ სატბორე მეურნეობაზე, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას.

კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.