Loading data...
სონღულაშვილი პატრიარქზე: მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, მისდამი სიყვარული და პატივისცემა მარადიულია თითოეული ჩვენგანის გულში

საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.

„განსაკუთრებულად რთულ პერიოდებში გვაძლევდა იმედს და გვიძლიერებდა რწმენას. პატრიარქის მოღვაწეობის 49 წელი სამშობლოს და ხალხის განუზომელი სიყვარულით იყო აღსავსე.

უდიდესია მისი როლი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, საზოგადოების გაერთიანებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში.

მისდამი სიყვარული და პატივისცემა მარადიულია თითოეული ჩვენგანის გულში.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, სასულიერო პირებს, მრევლს, თითოეულ მოქალაქეს და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს!

საუკუნო ხსენება მის სულს!

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!“, - აღნიშნავს სონღულაშვილი.