Loading data...
სომხეთის პრეზიდენტი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, - წერს სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. კათალიკოსი ჩვენს მეხსიერებაში დარჩება, როგორც სახელმწიფოზე მზრუნველი, გამორჩეული სასულიერო პირი, ქრისტიანული ღირებულებებისა და მემკვიდრეობის ურყევი დამცველი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ხალხის სამსახურს, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას, ეროვნული სოლიდარობისა და ერთიანობის განმტკიცებას მიუძღვნა.

გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხს. მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“, - წერს სომხეთის პრეზიდენტი.