Loading data...
სომხეთი საქართველოსთვის სოფელ ჯილიზას დაბრუნებას გეგმავს - სომხური მედია

სომხეთი, საზღვრის დემარკაციის სამუშაოების გააქტიურებას არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ საქართველოსთანაც აპირებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა Report სომხურ ჟურნალ „Жоховурт“-ზე დაყრდნობით წერს

კერძოდ, ცნობა ვრცელდება იმის შესახებ, რომ სომხური მხარე აპირებს, საქართველოს საზღვრისპირა ლორეს პროვინციაში მდებარე სოფელი ჯილიზა დაუბრუნოს.

არსებული ინფორმაციით, ეს საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს განიხილეს ერევანში, სადაც ის სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

„ჩემს კოლეგასთან ერთად, განვიხილეთ სომხეთსა და საქართველოს შორის დემარკაციის პროცესის გააქტიურების შესაძლებლობა“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა შეხვედრის შემდეგ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველო და სომხეთი სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესს 1992 წლიდან განიხილავენ, ხოლო 1996 წლის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ამოქმედებულია საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიები. 

ცნობისთვის, სოფლის აღმოსავლეთით ქართული არქიტექტურის ძეგლი ოფრეთის ციხე დგას. მატიანის მიხედვით, V საუკუნეში ქართლის პიტიახშს ვარსქენს სწორედ ოფრეთის ციხეში ჰყავდა დატყვევებული საკუთარი მეუღლე, შუშანიკი.