Loading data...
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებაზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ. მათ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

სიტყვით გამოსვლისას სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე მრავალი წელია, ქვეყნის საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულ მისიას ასრულებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაღრმავებაში და მომავალ თაობებს აძლევს ცოდნასა და გამოცდილებას.

ღონისძების ბოლოს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა აფხაზეთის მთავრობის წევრებს და მოწვეულ სტუმრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.