სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი რასტისლავ ჩოვანეცი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
თავის მიმართვაში ჩოვანეცმა ხაზი გაუსვა პატრიარქის უდიდეს როლს საქართველოს ისტორიაში და მას სიმტკიცის სიმბოლო უწოდა.
„სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს სტაბილურობის, რწმენისა და იმედის სიმბოლო. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იგი აერთიანებდა საზოგადოებას და დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს. განისვენოს მშვიდობით“, - აღნიშნულია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
🇸🇰 State Secretary R. Chovanec: On behalf of the Slovak Republic, I express my deepest sorrow at the passing of His Holiness and Beatitude, Catholicos-Patriarch Ilia II, who for decades was a symbol of stability, faith, and hope for Georgia. Throughout his life, he united society…
— Slovakia MFA 🇸🇰 (@SlovakiaMFA) March 20, 2026