Loading data...
სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს

სიონის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ცეცხლი მიაბრძანეს. წმინდა ცეცხლი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოაბრძანეს. ის, ტრადიციულად, სხვა ეკლესიებშიც განაწილდება.

სიონის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

ლიტურგია 11 საათზე დაიწყო, 12 საათზე კი ლიტანიობა და ცისკარი იქნება.

სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.