1775110209
საზოგადოება
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახური: ადამიანთა ნაკადი არ წყდება, მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ, მან საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით
სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა მამა გიორგი ვაშალომიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ღვაწლზე ისაუბრა.
„ადამიანთა ნაკადი არ წყდება. მისი უწმინდესობის ღვაწლი ძალიან მრავალმხრივი გახლავთ. მან ფაქტობრივად, საქართველოს სამოციქულო ეკლესია ააღორძინა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით.
მისი უწმინდესობის 40 გახლავთ 25 აპრილს - ამ 40 დღის განმავლობაში განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა აქვს გარდაცვლილის სულის საოხად აღვლენილ ლოცვებს“, - აღნიშნა მამა გიორგი ვაშალომიძემ.