Loading data...
შვეიცარიის საელჩო: გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს აღსაყდრებას

შვეიცარიის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქის, შიო მესამის არჩევას ულოცავს.

„გულითადად ვულოცავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს, აღსაყდრებას. ვუსურვებთ მის უწმინდესობას მრავალჟამიერ და ნაყოფიერ მსახურებას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მორწმუნეთა საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია შვეიცარიის საელჩოს განცხადებაში.