შტუტგარტში ესპანეთის გენერალური კონსული, საკონსულო გუნდის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო
შტუტგარტში ესპანეთის გენერალური კონსული, საკონსულო გუნდის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ესპანეთის მხარემ ოფიციალური სამძიმარი გერმანიაში საქართველოს კონსულს ირმა კევხიშვილს გაუზიარა.
„ესპანეთის საკონსულო გუნდის სახელით, გენერალური კონსული თანაგრძნობას უცხადებს საქართველოს კონსულს, ირმა კევხიშვილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გარდაცვალების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.
En nombre del Equipo Consular Español, el Cónsul General de España expresa sus condolencias a la Cónsul de Georgia, Irma Kevkhishvili, por el fallecimiento del Primado de la Iglesia Ortodoxa Georgiana, Su Santidad Ilia II. pic.twitter.com/6lMsoAGiOV
— Consulado General de España Stuttgart (@ConEspSTUTTGART) March 19, 2026