Loading data...
შსს-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვაჟა სირაძე საპატრულო პოლიციის უფროსის თანამდებობას ტოვებს.

როგორც Newshub.ge-ს შსს-ში განუცხადეს, ვაჟა სირაძე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას აგრძელებს.

ინფორმაციისთვის, ვაჟა სირაძის გადადგომის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად ინიშნება.