1744727334
საზოგადოება
შსს: პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა

პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, ნოემბერ/დეკემბერში გამართული ძალადობრივი აქციების დროს მიღებული დაზიანების შედეგად, მხედველობა დაკარგა. კერძოდ, 29 ნოემბერს ოპოზიციის აგრესიულმა აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს.
პოლიციელს რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა საქართველოსა და თურქეთში, თუმცა სამწუხაროდ, დაზიანების სიმძიმის გათვალისწინებით, მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერ/დეკემბერში, რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი აქციების დროს, სხვადასხვა მძიმე დაზიანება ათეულობით სამართალდამცველმა მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.