Loading data...
შსს მომსახურების სააგენტო: სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე სააგენტოს სახელით ვრცელდება ყალბი ინფორმაციები, რომლებიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე სააგენტოს სახელით ცრუ ინფორმაციების გავრცელების თაობაზე განცხადებას ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე სააგენტოს სახელით ვრცელდება ცრუ და ყალბი ინფორმაციები, რომლებიც ეხება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჯავშნებს, დაჯავშნის ვადებს, წესს და სხვა საკითხებს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტო, ოფიციალური Facebook გვერდის და Youtube არხის გარდა, არ ფლობს სხვა სოციალურ პლატფორმებს და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც სააგენტოს სახელით სხვადასხვა გვერდსა და პლატფორმაზე ვრცელდება, შესაძლოა, იყოს არასწორი და საჭიროებდეს გადამოწმებას სააგენტოს ოფიციალურ არხებზე.

Youtube: https://tinyurl.com/mr2b9fk6
Facebook: https://tinyurl.com/5fskne7n
ვებგვერდი: https://tinyurl.com/cj2hm76r“, - აღნიშნულია განცხადებაში.