1733123727
საზოგადოება
შსს: ბოლო დღეებში, აქციების მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა
ბოლო დღეებშციი, აქის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებს დაზიანებები აქციის მონაწილეთა მხრიდან სხვადასხვა საგნების სროლის, ასევე, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად აქვთ მიღებული.
დაშავებული სამართალდამცველებიდან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
შსს ერთ-ერთი დაშავებულის ფოტოს ავრცელებს.