შს სამინისტროსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით სკოლებში ჩატარებული ანტინარკოტიკული კამპანიის - „მე მომავალში“ პირველი ეტაპი დასრულდა
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით სკოლებში ჩატარებული ანტინარკოტიკული კამპანიის - „მე მომავალში“ პირველი ეტაპი დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა, საქართველოს მასშტაბით, ათეულობით სკოლაში შეხვედრები ჩაატარეს, რომელშიც მონაწილეობა 3500-მდე მოსწავლემ მიიღო.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ, ესეებისა და კომიქსების კონკურსში.
საუკეთესო ნამუშევრები სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, ფილოლოგები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები და სოციალური მუშაკები.