შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“: შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, დაიღუპა ცვლის უფროსი - ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება
შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ შუქრუთის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს და დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს.
„დღეს შუქრუთის მაღაროში, მიწისქვეშა სამუშაოების მიმდინარეობისას, ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. შემთხვევას ჩვენი კომპანიის ცვლის უფროსის დ.კ.-ის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარემოებები დგინდება.
მომხდარის შესახებ კომპანიამ ყველა შესაბამის უწყებას უკვე აცნობა და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებთ მათ ამ მძიმე დროს.
დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას მივაწვდით“, - ნათქვამია განცხადებაში.