Loading data...
შიო მესამე: თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ სწორ გზაზე ვართ, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III, ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიას ასრულებს. ღვთისმშობლის შობა ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.

„გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს. ჩვენი ერი არის წილხვედრი დედა ღვთისმშობლისა. თუ ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ჩვენთვის არის პირადი სიხარული, მაშინ სწორ გზაზე ვართ და თუ ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს ჩვენ და ვერ ვგრძნობთ აი, ამ სულიერ სიხარულს, მაშინ უნდა გონს მოვიდეთ, უნდა გამოსწორდეთ და უფალს უნდა ვევედროთ და დედა ღვთისმშობელს უნდა ვევედროთ ჩვენ, რომ გვიხსნას აი ამ გაქვავებული უგრძნობლობისგან.

დღეს ჩვენთვის არის დიდი სიხარული აჭარის კურთხეულ მიწაზე ყოფნა და მსახურება. მის უწმინდესობას და უნეტარესობას, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს უთქვამს, რომ აჭარა არის განმანათლებელი საქართველოს, რადგან პირველად სწორედ აქედან დაიწყო სახარების ქადაგება, ღვთისმშობლის მეოხებით მისი ლოცვით უფალმა დალოცოს აჭარა და დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით, ღმერთმა გადაარჩინოს, გაამთლიანოს გააძლიეროს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.