1782544877
საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრმა გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პირველ მოადგილესთან რონი მესხთან და მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად გურიის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გურიის პოლიციის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაზე სულხან თამაზაშვილმა დეპარტამენტის თანამშრომლებისგან რეგიონში დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრი გურიის რეგიონში სამინისტროს სხვა სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.