Loading data...
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ჩაატარა

კვირეულის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტრომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავამ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა გახსნეს. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და საჯარო სერვისების მისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

იუსტიციის სამინისტრო ეფექტიანად იყენებს გონივრული მისადაგების პრინციპს, რათა სისტემაში დასაქმებული 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი აქტიურად იყოს ჩართული უწყების საქმიანობაში.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საკანონმდებლო ბაზა, გონივრული მისადაგების პრინციპი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეტიკეტი და სხვა.

ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა უწყებაში გაიმართა.ვვვ