Loading data...
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შშმ პირების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოფენა-გაყიდვა „ხელით შექმნილი ინკლუზიური სივრცე“ გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს პროგრამაში ჩართული ორგანიზაციების ბაზაზე არსებული სოციალური საწარმოების ბენეფიციარების ნამუშევრები მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილე ირინა წაქაძესთან ერთად, დაათვალიერა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერა და მათი სოციალური ჩართულობა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ირინე წაქაძის განმარტებით, შშმ პირთა მხარდაჭერისთვის სამინისტროს მიერ, არაერთი პროგრამა თუ სერვისი ხორციელდება.

გამოფენა-გაყიდვა, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლასა“ და „თბილისი ცენტრალში“ გაიმართა.

შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღე 1992 წლიდან აღინიშნება.