1788335214
საზოგადოება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაურ ბუავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების გამო.
„ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით გაწეული პირადი ძალისხმევისთვის და აქტიური სამშვიდობო საქმიანობისთვის დაურ ბუავა სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაარსებული „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის” ერთ-ერთი გამორჩეული გამარჯვებული იყო.
თანაგრძნობას და სამძიმარს გამოვხატავთ დაურ ბუავას ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში.