1786524617
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურში - მიკრობიზნესის, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ახლად რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებისთვის, მათ შორის მიკრობიზნესის, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირთათვის ონლაინ ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში გადასახადის გადამხდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- მიკრო ბიზნესის, ფიქსირებული გადასახდის გადამხდელის დამცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები;
- სტატუსის მინიჭება /გაუქმება;
- საგადასახადო შეღავათები და ვალდებულებები;
- გადასახადის გადამხდელის საინფორმაციო ბარათის შევსება;
- სტატუსის შერჩევის კალკულატორი;
- საგადასახადო დეკლარაციის წარდგენის წესი და პირობები;
- საგადასახადო ვალდებულებები დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებისას;
აღნიშნულ შეხვედრას 90 გადასახადის გადამხდელი ესწრებოდა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია და განმარტებები მიეღოთ.
მიზნობრივ ჯგუფებთან საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრების პროგრამის მიზანია გადასახადის გადამხდელებთან მუდმივ კომუნიკაცია, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.