Loading data...
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს www.rs.ge საინფორმაციო ფანჯარა - „ახლადრეგისტრირებულთათვის“ დაემატა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აქტიურად განაგრძობს გადასახადის გადამხდელებზე მაქსიმალურად მორგებული ელექტრონული სერვისების განვითარებას, რომლის ფარგლებშიც უწყების ოფიციალურ ვებგვერდს www.rs.ge ახალი საინფორმაციო სივრცე სახელწოდებით - ახლადრეგისტრირებულთათვის დაემატა. შესაბამის განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„აღნიშნული საინფორმაციო ფანჯარა არის ერთიანი სისტემა/სტრუქტურა, სადაც დაინტერესებულ პირს შეუძლია, მარტივად მოიძიოს ინფორმაცია საგადასახადო/საბაჟო ვალდებულებების შესასრულებლად. მომხმარებელი ღილაკზე დაჭერით ათვალიერებს სხვადასხვა დოკუმენტაციას - მეწარმე სუბიექტების (მიკრობიზნესი, მცირე ბიზნესი, ინდივიდუალური მეწარმე, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი, საცხოვრებელი ფართის გამქირავებელი და სხვა) მიერ საგადასახადო რეგისტრაციის, დეკლარაციის წარდგენის, კანონმდებლობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რაც მათ დროულ ინფორმირებას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, - ნათქვამია განცხადებაში.