Loading data...
შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 16 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრში, ცნობილი ქართველი ბარდის, კომპოზიტორისა და სიმღერების ავტორის გახსენება და საავტორო საღამო გაიმართება

შემოქმედებითი საქართველოსა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, ცნობილი ქართველი ბარდის, კომპოზიტორისა და სიმღერების ავტორის გახსენება და საავტორო საღამო.

საღამო მიეძღვნება ავთო შარვაძის 80 წლის იუბილეს.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ავთო შარვაძის მეგობარი მუსიკოსები, ასევე ცნობილი ქართველი მომღერლები და შემსრულებლები. კონცერტზე გაჟღერდება ავთო შარვაძის ჰიტებად ქცეული ნაწარმოებები - გიორგობის თვე, თამუნია, შემოდგომა, ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო და სხვა. კონცერტში გამოყენებული იქნება ქრონიკალური კადრები და განსხვავებული ვიდეო არტი.

კონცერტი გაიმართება 16 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრში, 19:00 საათზე.

ღონისძიების მიზანია შესანიშნავი, მონატრებული კომპოზიტორის გახსენება და ქართული ხარისხიანი მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია.

კონცერტის მონაწილეები არიან: ანრი ჯოხაძე, ოთარ ჯორჯიკია, დათო არჩვაძე, ზაზა მამალაძე, პაატა გულიაშვილი, ნუკრი მაჭარაშვილი, მიშიკო ზაქარიაშვილი, მერაბ ანდრონიკაშვილი, დავით ლონდარიძე, ლევან ჩხაიძე, როლანდ ოქროპირიძე, კვარტეტი ძველი თბილისი, ღიმილის ბიჭები, თბილისური კვარტეტი, ქართული კვარტეტი, ჰანგები ტრიო სიმი, სტუს „შვიდკაცა“, საღამოს წამყვანი - ნია ბახტაძე იქნება.