შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თამარ მემანიშვილი უხელმძღვანელებს
სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად თამარ მემანიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
ახალი ხელმძღვანელი უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა წარუდგინეს.
მინისტრმა თამარ მემანიშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მას წარმატებები უსურვა.
თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის და საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს. ასევე, გახლდათ, საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი და სხვა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი დაიბადა 1981 წლის 8 ნოემბერს.
განათლება
2024-დან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი
1999 - 2004 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
სხვა საგანმანათლებლო აქტივობები
2023 - სასწავლო კურსი - ადამიანური რესურსების მართვა, ორგანიზაციული განვითარება, სტრატეგიის შემუშავება და შესრულება (ბერლინი, ჰერტის სკოლა)
2023 - სასწავლო კურსი - სტრატეგიის შემუშავება და შესრულება (ბერლინი, ჰერტის სკოლა)
2023- სასწავლო კურსი - სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულების შეფასება
2022 - სასწავლო კურსი - ლიდერობა და მართვა (ბერლინი, ჰერტის სკოლა)
2019 -2021 - პედაგოგიური საქმიანობა სსიპ - საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ (მოდულები - ნორმატიული აქტების გამოყენება; სამოქალაქო განათლება; საოფისე შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა)
2018 - სასწავლო კურსი - ადამიანური რესურსების მართვა საპოლიციო უწყებებში (დიუსელდორფი)
2017 - ტრენინგი - ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების პოლიტიკა
2017 - ტრენინგი - ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა
2016 - სასწავლო კურსი - სტრატეგიული მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და ტრენინგი (დიუსელდორფი)
პროფესიული გამოცდილება
16.01.2026-დან სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი
07.07.2025 - 15.01.2026 - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი
03.09.2018 - 07.07.2025 - საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსი
01.10.2016 - 03.09.2018 - სსიპ - საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი
01.01.2009 - 01.10.2016 - სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს იურიდიული სამსახურის იურისტი
01.03.2014 - 01.11.2016 - სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისი“ იურისტი
01.10.2012 - 01.05.2013 - სსიპ - საზოგადოებრივი კოლეჯის „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ იურისტი
01.09.2012 - 01.12. 2012 - ააიპ - პროფესიული კოლეჯის „განთიადი“ შესყიდვების მენეჯერი/იურისტი
01.03.2011 - 01.07.2012 - სსიპ - პროფესიული კოლეჯის „პროფესიონალი“ იურისტი
01.06.2009 - 01.09.2009 - შპს „მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟი მეოხი” მოწვეული არბიტრი
01.02.2008 - 31.12.2008 - სსიპ - ფონდის „ირმის ნახტომი“ იურისტი
01.11.2006 - 01.03. 2008 - შპს „სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი“- ს სხდომის მდივანი/არბიტრი