შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა ილია II-ის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს და ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადასვენების სამგლოვიარო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს პატრიარქის პანაშვიდს სამების საკათედრო ტაძარში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.