Loading data...
შალვა პაპუაშვილი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, რაც მთელი ქვეყნისთვის დიდი ტკივილია.

ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება გულში აქვს.

მისი სითბო და სიმღერები ჩვენთან სამუდამოდ დარჩება“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.