Loading data...
შალვა ოგბაიძე: 4 წლის მანძილზე თითოეული ჩვენგანის შრომის შედეგად, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი გახდა

დედაქალაქის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომაზე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„საკრებულოს დღევანდელი სხდომა ცოტათი სევდანარევია, რადგან ჩვენი შეხვედრები კოლეგებთან ისეთივე ინტენსიური ვეღარ იქნება, როგორც ადრე, თუმცა, ჩვენი მეგობრობა სხვა პლატფორმაზე აუცილებლად გაგრძელდება.

განვლილი 4 წლის მანძილზე თითოეული ჩვენგანის შრომის შედეგად, ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და განვითარებული გახდა. ეს ტენდენცია კვლავაც გაგრძელდება, რადგან ჩვენს პოლიტიკურ გუნდს პასუხისმგებლობა აღებული აქვს როგორც დედაქალაქზე, ასევე თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

შალვა ოგბაიძემ გაწეული საქმიანობისთვის და გვერდზე დგომისთვის მადლობა გადაუხადა საკრებულოს მაჟორიტარ წევრებს, დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს და მის გუნდს, ასევე რიგით თანამშრომლებს და აპარატს, რომელმაც საკრებულოს წევრებს კომფორტული სამუშაო გარემო შეუქმნა.

„ეს ფურცელი უკვე გადაშლილია და წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევები გველის, რისთვისაც ჩვენ კიდევ ერთხელ ვართ მზად“, - აღნიშნა შალვა ოგბაიძემ.