Loading data...
სეს-მა 2025 წელს ვეტკლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში 28 სამართალდარღვევა გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს 700-მდე ვეტკლინიკა, ვეტაფთიაქი და ზოომაღაზია შეამოწმა. სააგენტოს ცნობით, 2025 წელს უწყების ინსპექტორებმა 700-მდე ვეტერინარულ კლინიკაში, მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული პრეპარატების გამომყენებელ კლინიკაში, ზოომაღაზიასა და ვეტაფთიაქში 1 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს. გამოვლინდა 28 სამართალდარღვევა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ვეტერინარული კლინიკების, აფთიაქებისა და ზოომაღაზიების კონტროლი მიმდინარე წელსაც აქტიურად გაგრძელდება.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს – 1501. რეაგირების გარეშე არცერთი შეტყობინება არ დარჩება. ერთად დავიცვათ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე!“ - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.