Loading data...
სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მაკა ბოჭორიშვილს უსამძიმრებს

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკო ჯურიჩმა თავის ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც მწუხარებას გამოხატავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო.

„თქვენო აღმატებულებავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პირადად ჩემი სახელით, ნება მიბოძეთ გამოვხატო ჩემი გულწრფელი სამძიმარი და გთხოვოთ, გადასცეთ ჩვენი ღრმა თანაგრძნობა საქართველოს საპატრიარქო ტახტს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, სამღვდელოებას, სამონასტრო საზოგადოებასა და მოძმე ქართველ ხალხს.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება მისი სულიერი მისია, რწმენის, მშვიდობისა და ერთიანობისადმი ერთგულება, მისი თავდაუზოგავი ძალისხმევა ურთიერთგაგების, სოლიდარობის და სულიერი ფასეულობების შენარჩუნების ხელშეწყობის საქმეში.

ამ მძიმე ჟამს, სერბი ხალხი იზიარებს თქვენს მწუხარებას და ღრმა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი სამძიმარი“, - წერს ჯურიჩი.