Loading data...
სემეკის გადაწყვეტილებით, ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ მომდევნო 5 წელში 2 მილიარდ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ 2026-2030 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციები დაამტკიცა.

საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, ელექტრომომარაგების გაუმჯობესებისათვის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში სს „თელასი“ და სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ჯამში1,964,369,002 ლარის ინვესტიციას განახორციელებენ.

სს „თელასი“ 2026-2030 წლებში 400,308,116 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ განხორციელდება 1,564,060,886 ლარის ინვესტიცია. საინვესტიციო გეგმები ითვალისწინებს სააბონენტო ქსელში ჭკვიანი მრიცხველების მოწყობას და სხვადასხვა პროექტებს, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია გამანაწილებელი ქსელების უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო ელექტრომომარაგებისათვის.