1789901941
საზოგადოება
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი: ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი აცხადებს, რომ ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და მოქალაქეებს ცენტრთან დაკავშირება შეუფერხებლად შეუძლიათ.
„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია და გადაუდებელი დახმარების ნომერზე შეტყობინებები შეუფერხებლად შემოდის.
ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.