Loading data...
სასულიერო აკადემიის დეკანი ზვიად ვარშალიძე: მისი უწმინდესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასულიერო აკადემია და სემინარია, ეს ჩანს იქიდანაც, რომ იყო წლები, როდესაც მისი უწმინდესობა უშუალოდ იყო რეაქტორი აკადემიისა

მას არაერთხელ უხსენებია და უთქვამს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საღვთისმეტყველო განათლებას განსაკუთრებით მომავალი სასულიერო პირებისთვის, - განაცხადა თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანმა მამა ზვიად ვარშალიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, ილია მეორეზე საუბრისას.

მან გაიხსენა, რომ პატრიარქი წლების განმავლობაში მის მიერვე დაფუძნებული, თბილისის სასულიერო აკადემიის რექტორიც იყო.

„ჯერ კიდევ პატრიარქად აღსაყდრებამდეც კი ძალიან დიდ ყურადღებას ავლენდა განათლების მიმართ. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ძალისხმევით 1988 წელს თბილისში გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია. მას არაერთხელ უხსენებია და უთქვამს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საღვთისმეტყველო განათლებას განსაკუთრებით მომავალი სასულიერო პირებისთვის.

ზოგადად თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია გახლავთ უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლა, რომელიც, როგორც უწმინდესმა არაერთხელ ბრძანა, არის მემკვიდრე იმ ძალიან დიდი საგანმანათლებლო კერებისა, რომლებიც ჩვენ ისტორიულად გვქონდა.

მისი უწმინდესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სასულიერო აკადემია და სემინარია, ეს ჩანს იქიდანაც, რომ იყო წლები, როდესაც მისი უწმინდესობა უშუალოდ იყო რეაქტორი აკადემიისა. რა თქმა უნდა, მისი დაფუძნებულია აკადემია, მაგრამ უშუალოდ რეაქტორიც იყო“, - აღნიშნა თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანმა.