1753992446
საზოგადოება
სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა

სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე დროებით იზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 135-ე კმ-ზე, დევდორაკის გვირაბის მიმდებარედ, სასიგნალო მოწყობილობის გააქტიურების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ124-კმ139 მონაკვეთზე (დაბა სტეფანწმინდა-ლარსი) დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.