Loading data...
სარჯველაძე დახმარების მიმღებთა ბაზაზე: იგივე მეთოდოლოგია და ქულა რომ დარჩენილიყო, რაც 2012 წელს იყო, დღეს 185 000 ოჯახი რომ გვყავს, ამდენი კი არ იქნებოდა, იქნებოდა 120 000 ოჯახი, რომელიც მიიღებდა ასეთ ბენეფიტს, რეალურად ნაკლებიც

„იგივე მეთოდოლოგია და იგივე ქულა რომ დარჩენილიყო, რაც 2012 წელს იყო, დღეს 185 000 ოჯახი რომ გვყავს ამდენი კი არ იქნებოდა, იქნებოდა 120 000 ოჯახი, რომელიც მიიღებდა ასეთ ბენეფიტს, რეალურად ნაკლებიც“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ სოციალური დახმარების მიმღებთა ბაზის გადახედვის საკითხზე საუბრისას.

მისივე თქმით, 2012 წლამდე შემწეობა გაიცემოდა იმ შემთხვევაში, თუ ქულა 57 000-ის ქვემოთ იყო.

„დროთა განმავლობაში სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ უფრო მეტი ადამიანისთვის მიეხედა და დახმარებოდა. ქულა ასულია 120 000, ამიტომ უფრო მეტი ადამიანი მოიცვა. იგივე მეთოდოლოგია და იგივე ქულა რომ დარჩენილიყო, რაც 2012 წელს იყო, დღეს 185 000 ოჯახი რომ გვყავს ამდენი კი არ იქნებოდა, იქნებოდა 120 000 ოჯახი, რომელიც მიიღებდა ასეთ ბენეფიტს, რეალურად ნაკლებიც“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

სარჯველაძის განცხადებით, კოვიდპანდემიასთან ერთად, ადამიანების მოწყვლადობის ხარისხი გაიზარდა, გადამოწმების პროცესიც რთული იყო და გარკვეული მორატორიუმი გამოცხადდა.

„მორატორიუმი ნიშნავდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე კოვიდი მძვინვარებდა, არ იყო რეკომენდებული გადამოწმების პროცესის აქტიურად წარმართვა. კოვიდის დამთავრების შემდეგაც სოციალური წნეხი რა თქმა უნდა არსებობდა“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.