Loading data...
სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება my.gov.ge-ზე ელექტრონულადაც არის შესაძლებელი

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა პორტალზე my.gov.ge. ელექტრონულადაა შესაძლებელი. ინფორმაციას ციფრული მმართველობის სააგენტო ავრცელებს. 

„გაითვალისწინეთ, პორტალზე ავტორიზაცია უნდა გაიაროთ, როგორც ფიზიკურმა პირმა და შემდეგ გადახვიდეთ კომპანიის ანგარიშზე. იურიდიული პირის ანგარიშზე აირჩიოთ კატეგორია „ბიზნესი“ და შემდგომ ქვეკატეგორია „სამეწარმეო რეესტრი“. საწარმოს მონაცემების მეწარმეთა შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა
2026 წლის 1-ელ აპრილს სრულდება და ის არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე.

სერვისის ბმული: https://shorturl.at/u7oFa

მინდობილობის გაცემის ინსტრუქცია: https://my.gov.ge/ka-ge/help/null/37“, - ნათქვამია განცხადებაში.