Loading data...
საქართველოს პრეზიდენტი ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს იუბილეს ულოცავს.

„ლეგენდარულ ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ვულოცავ.

ის არაერთი თაობისთვის ქართული მუსიკალური ხელოვნების ცოცხალი სიმბოლოა. მისი უნიკალური შემოქმედება და გამორჩეული ხმა ჩვენი კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა.

ქალბატონ ნანის ვუსურვებ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და მხნეობას“, - აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.