Loading data...
„საქართველოს ფოსტა“ Maleo-ს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ამატებს - ჩინეთიდან საქართველოში გზავნილების მიღება იწყება

Maleo

„საქართველოს ფოსტა“ Maleo-ს კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ამატებს - ჩინეთიდან საქართველოში გზავნილების მიღება იწყება. ახალი სერვისი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჩინურ ონლაინ მაღაზიებში შეძენილი პროდუქცია მარტივად გამოიწერონ Maleo-ს ჩინეთის საწყობის მისამართზე და მიიღონ საქართველოში.

Maleo-ს ახალი მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ საერთაშორისო ელექტრონული კომერციის პლატფორმებით და ეძებენ პროდუქციის ფართო არჩევანს, კონკურენტულ ფასებსა და მრავალფეროვან კატეგორიებს. აღნიშნული ლოგისტიკური მოდელი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შედარებით მოქნილი და ეკონომიური პირობებით ისარგებლონ საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებით, რაც გაამარტივებს დაკავშირებადობას და ონლაინ შოპინგს კიდევ უფრო პრაქტიკულს და სწრაფს გახდის.

Maleo ელექტრონული კომერციის მიმართულებით საქართველოს ფოსტის მიერ შექმნილი პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ონლაინ შეძენილი ნივთების საქართველოში მარტივად და უსაფრთხოდ მიღების სთავაზობს. დღეს პლატფორმა უკვე წარმატებით ოპერირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, თურქეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიასა და პოლონეთში.

აღსანიშნავია, რომ იგეგმება Maleo-ს პლატფორმის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის განახლება, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს უფრო მოქნილ, სწრაფ და თანამედროვე ციფრულ ეკოსისტემას, რაც საერთაშორისო ონლაინ შოპინგის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს გახდის.

ნებისმიერ სრულწლოვან, საქართველოს რეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს საშუალება აქვს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საბერძნეთში, თურქეთში, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, იტალიაში, პოლონეთში და უკვე ჩინეთშიც შექმნას საკუთარი საფოსტო მისამართი, ხოლო „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს ამ მისამართზე შემოსული გზავნილების საქართველოში ტრანსპორტირებას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ეწვიეთ ვებგვერდს.