Loading data...
საპატრიარქო: სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე, დაიხურება

სამების საკათედრო ტაძარი მოსაწესრიგებლად 21 მარტის ღამეს დროებით დაიხურება. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე.

 ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში.

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.