Loading data...
საპატრიარქოდან სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა იწყება

საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობა იწყება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს სამების ტაძარში გადაასვენებენ. 

საქართველოში გლოვის დღეა გამოცხადებული. 

დღესვე გაიმართა წმინდა სინოდის სხდომა. სხდომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პატრიარქს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. 

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.