Loading data...
სამგორში ხანძარია

სამგორში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ავტომობილების მეორეული ნაწილების ბაზრობაზე ცეცხლი ორ საწყობს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველოს სამსახურის თანამშრომლები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია. 

🎥 „ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს.