1727798907
საზოგადოება
სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - თბილისის მერია
სამგორში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, პროექტის პირველ ეტაპზე, 2 ოქტომბრიდან საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.