სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორისთვის პატივის მისაგებად სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
უწმინდესი სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოდან 18 მარტს გადაასვენეს.
პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი 24 საათის განმავლობაში ღია იქნება.
ამასთან, როგორც ცნობილი გახდა, ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება.
გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.