Loading data...
სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ცოტა ხანში პატრიარქ ილია მეორეს დაასვენებენ, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად მივიდა.

საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობს.

მსვლელობაში მონაწილეობენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.