Loading data...
სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

„სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა,  გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდურობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმულ, რომ მიაღწიეს მიუღწეველს და ეს არის მხოლოდ საწყისი. მათ ძალიან დიდი მადლობა და თქვენ, მათი გულშემატკივრობისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.